logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როცა ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა ჩვენი ვალია და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ
- +

1 მარტი. 2022. 23:33

 

 

„ძალიან მძიმეა ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება და ესაა ძალიან დიდი უსამართლობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ სოლიდარობა გამოვხატოთ - არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, - ამის შესახებ „იმედი LIVE“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„როგორც იცით, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა პოლიტიკური მხარდაჭერა და საქართველო შეუერთდა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც უკავშირდებოდა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში კონკრეტული ზომების განხილვას. ყველგან საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ შეგვიძლია ჰუმანიტარული დახმარების გაწევაც. პირველივე დღიდან მივაქციეთ ყურადღება 2000-მდე უკრაინელ ტურისტს, რომლებიც აქ არიან დარჩენილები. მათზე ზრუნვა და სათანადო რესურსებით უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ხელისუფლება, კერძო სექტორის დახმარებით ეს მყისიერად გააკეთა. ასევე უკრაინაში გაიგზავნა 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი. ჩვენ ზოგადად გამოვთქვით მზაობა, რომ ნებისმიერი ჰუმანიტარული დახმარება შევთავაზოთ უკრაინას. საქართველო ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, რომელსაც თავისი საელჩო ჰყავს დატოვებული კიევში. გარდა იმისა, რომ ისინი კონკრეტული საქმიანობით არიან დაკავებულები, ეს ნაბიჯი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაცაა. ასევე იცით, რომ სხვადასხვა სიმბოლიზმითაც ვცდილობთ უკრაინის მხარდაჭერას - პარლამენტში ჰიმნის ფონზე წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ უკრაინაში დაღუპული ადამიანების ხსოვნას. სამწუხაროდ, ეს არის ცოტა რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ჩვენი რესურსი შეზღუდულია, მაგრამ როცა ჩვენი მეგობარი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა ჩვენი ვალია და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს“, - აცხადებს კობახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner