სპორტული გამოცემა Sports Illustrated ვიდეოს აქვეყნებს, თუ რომელ ქვეყანას ეცვა ოლიმპიური თამაშების გახსნაზე საუკეთესოდ. აღნიშნულ სიაში მოხვდა საქართველოს ოლიმპიელთა ნაკრებიც.
გამოცემამ აღნიშნა, რომ ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიით იყო ინსპირირებული.
სიაში ასევე მოხვდნენ აშშ-ის, კანადის, ავსტრალიის, კორეისა და ტონგას ოლიმპიური ნაკრებები.