logo_geo
eng_logo
ბიძინა გიორგობიანი: ჩვენგან ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევა, როცა ბელორუსიდან არ გაუწვევიათ ელჩი, იმ პოლიტიკური ძალის დაკვეთას ჰგავს, კიევში წლებია რევკომი რომ აქვს მოწყობილი
- +

2 მარტი. 2022. 00:26

 

 

„ჩვენგან ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევა, მაშინ როდესაც ბელორუსიდან არ გაუწვევიათ ელჩი, ძალიან უცნაურია და იმ პოლიტიკური ძალის დაკვეთას ჰგავს, კიევში წლებია რევკომი რომ აქვწ მოწყობილი“, - ამის შესახებ ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ღმერთი შეეწიოს უკრაინას ამ უსამართლო ომში, მაგრამ ჩვენგან ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევა, მაშინ როდესაც ბელორუსიიდან არ გაუწვევიათ ელჩი, ძალიან უცნაურია და იმ პოლიტიკური ძალის დაკვეთას ჰგავს, კიევში წლებია რევკომი რომ აქვთ მოწყობილი. ალბათ გახსოვთ 1991 აგვისტოში მოსკოვის პუტჩის პერიოდში, საქართველოს თავშეკავებული რეაქცია, რამაც ათასობით ქართველი ყმაწვილის სიცოცხლე იხსნა, როგორ შეფასდა ქართული ექსტრემისტული ოპოზიციისხრიდან დემოკრატიის ღალატად, მაგრამ წლების შემდეგ აღმოჩნდა, ერთადერთი პრაგმატული ნაბიჯი ყოფილა. ჩვენ დიდი მადლობელი ვართ უკრაინული სახელმწიფოსი, რომელმაც რუმინეთის შემდეგ მეორემ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა (რაზეც ბევრს დაგვცინოდა კამაზებზე ამხედრებული ოპოზიცია), მაგრამ საომარი მოქმედებების გადმოტანა უკვე ოკუპირებულ საქართველოში, აბსოლუტურად არ შედის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. ასევე ძნელად გასაგებია 50 მილიონიანი ქვეყნისაგან, გადაშენების პირას მყოფი ქართველების საომრად მოწვევა რუსეთის წინააღმდეგ. რუსებთან ომი რომ შეგვეძლოს საქართველოს დავიხსნიდით პირველ რიგში. რა თქმა უნდა ნაცების პათოლოგიებს ომის სურვილზე არ ვაკომენტარებ“, - წერს გიორგობიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner