„დღეს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების დღის წესრიგში წამოიწია ევროკავშირის მორიგი გაფართოების შესაძლებლობის საკითხმა, საჭიროა ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ მკვეთრად დავაფიქსიროთ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველო არის ის ასოცირებული ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვეყნის სტრატეგიული მიზანი, რომელიც ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას და განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით.
„დღეს საქართველოს პარლამენტში დავაინიცირეთ რეზოლუცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ
ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზანი, რომელიც ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას და განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით
ჩვენი ქვეყანა არის ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და იმ ღირებულებების ერთგული მატარებელი, რომელზეც დგას ევროკავშირი
ჩვენი ევროპული მისწრაფებების სისრულეში მოყვანის მიზნით, საქართველოს ხელისუფლება 2014 წლიდან წარმატებით ასრულებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად ესაჭიროება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა და ნება
სწორედ ამიტომ, დღეს როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების დღის წესრიგში წამოიწია ევროკავშირის მორიგი გაფართოების შესაძლებლობის საკითხმა, საჭიროა ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ მკვეთრად დავაფიქსიროთ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველო არის ის ასოცირებული ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა
ამიტომ უნდა გადაიდგას ის ნაბიჯები, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას დააჩქარებს, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების მხრიდან“, - წერს მაკა ბოჭორიშვილი.