logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ოპოზიციასთან ლაპარაკის აზრს ვერ ვხედავ. ესენი არ ეკუთვნიან საკუთარ თავს.
- +

2 მარტი. 2022. 00:57

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„რაღამც დუღს რუსთაველი, რამდენიმე პუნქტს დავწერ:

  1. გაცილებით ხისტად, ვიდრე საქართველომ, პოლონეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა, ანუ მთელმა აღმოსავლეთმა ევროპამ, მოლდოვამ, ასოცირების ტრიოს წევრმა საქართველოსთან და უკრაინასთან ერთად, ასევე ბრიტანეთმა და ისრაელმა, უძლიერესმა სახელმწიფოებმა, პირდაპირ განაცხადეს, არ გაუწევენ სამხედრო დახმარებას, არ მიაწვდიან იარაღს, არ დაეხმარებიან მოხალისეებით და ა.შ. ასევე, თურქეთმა არ დაკეტა ბოსფორი.
  2. რომელიმე ქვეყანაში ხალხმა საკუთარ მთავრობას დაუწუნა განცხადების ფორმა, ან მოუწყვეს აქციები გინდათ თუ არა ომში ჩაერთეთო?
  3. თუ ოპოზიცია თანხმდება, რომ ომში უნდა ჩავერთოთ, ჯერ თავდაცვის ნდობის ჯგუფში დაილაპარაკეთ, შემდეგ იმსჯელეთ თავდაცვის კომიტეტში, შემდეგ სხდომაზე და გადაწყვიტეთ. სამხედროებს არ გვაქვს პრობლემა, თუმცა არც 2008 წელია, არც 1993 და არც კარიბის კრიზისი. სხვა დონის საფრთხეებია.
  4. ვინმემ ვერ გაიგონა, რომ უკრაინაში ომი ნატოს გაფართოების გამოა და ჩვენ უკრაინაში შეჭრამდე სამიზნედ გამოგვაცხადეს?
  5. რატომ ატყუებთ ხალხს ევროკავშირის წევრობაზე? ჯერ ერთი პარლამენტში უკვე დღისით, ვიმეორებ, დღისით უკვე დაინიცირდა განაცხადი კანდიდატობაზე. იცით, რომ თურქეთი 35 წელია კანდოდატია? იცით რატომ? რეფორმები, რეგულაციები არ გაატარა. თუ ჩვენი პარლამენტი და მთავრობა დაუღალავად იმუშავებენ, 2024-ში რეგულაციების 60-70%-ს მოასწრებენ. გაწერილია გეგმა ასოცირების ხელშეკრულებით, რომელიც მიტინგზე მდგომ პაეტიებს არ გაუფორმებია და რა მორალით ყიჟინებენ? ზუსტად იმ პრემიერმა გააფორმა, ახლა გადადგომას რომ ითხოვთ.
  6. ევროპამ გაგვაფრთხილა საფრთხეებზე, ჩვენც, მოლდოვაც, დაგავიწყდათ?
  7. მადლობა კიევში ჩვენი საელჩოს თანამშრომლებს. მათ თავზე დღეს ბომბები ცვივა და ოჯახებიც არ გამოყვანიათ. იქ მყოფი ჩვენი ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთმა წევრმა კიევის დატოვება გმირობად წარმოაჩინა.
  8. ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს, გააჯანსაღეთ ოპოზიცია. იმ ხელისუფლებას და იმ ხალხს რა ვუთხარი, გირჩი, მარგველაშვილი, ხაზარაძე და დანარჩენები მთავრობას რომ გადააყენებენ.
  9. ჩემი შეფასებით და ინფორმაციით რუსეთი არ გაჩერდება. ჩიხშია. ჩაყრის მთელ რესურსებს. სისხლს და ბომბებს არ დაიშურებს. დაიწყო ძალების გადასროლა სიღრმიდან. მძაფრად არ დავწერ. ვიდეოებს ხედავთ.
  10. რას აკეთებს დღეს პუტინი. ის თავისით იფარებს რკინის ფარდას. კეტავს რუსეთს. ომში ვისაც გახვევს, შეეცდება მოიქციოს ფარდის იქეთ. მოისურვებს თუ არა ამ იზოლაციაში მოქცევას გარემოცვა, ბიზნესი, საშუალო ფენა, გამოჩნდება.
  11. ახალგაზრდებს ესაუბრეთ, აუხსენით. ამ ოპოზიციასთან ლაპარაკის აზრს ვერ ვხედავ. ესენი არ ეკუთვნიან საკუთარ თავს.
  12. ნურავინ შემედრება უკრაინის და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობაში. იმედია უკრაინა გადარჩება. დღეს უკრაინა იწვის. მგონი ეს გასააზრებელია და მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო.

(შენიშვნა: ეს რომ არ დამეწერა, არ შემეძლო. 5 დღეა, დღეში 18-20 საათი ინტერნეტზე ვიყავი მიწებებული. კომენტარებზე ვერ გიპასუდებთ ცოტა ხანს.

რყევები რას მოუტანს ლარს, ფინანსურ სისტემას და ა.შ. ასახსნელია? იფიქრეთ“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner