„მტერი ახლოსაა, გამოათავისუფლეთ “პადვლები” სადაც ბომბებისგან თავშესაფარი იყო, დააბრუნეთ საპენსიო დანაზოგი” – ნახეთ მოროშკინას 10 პუნქტიანი გეგმა მთავრობას
-
+
2 მარტი. 2022. 01:04
ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:
„ურაპატრიოტიზმს შევეშვათ და გავაკეთოთ ის რაც გააკეთა უკრაინამ და ისრაელმა!
10 პუნქტიანი გეგმა:
1.ყველა ჯარში, დეზერტირები-ციხეში და არა გასაბერ ეკლესიებში!
- 18-35წლამდე ასაკის ქალების სავალდებულო გაწვევა
3.სამხედრო საქმის სწავლება მაღალ კლასებში
- იმ პადვლების გამონთავისუფლება კლუბებისგან და საროსკიპოებისგან, სადაც ისტორიულად ბომბებისგან თავშესაფარი იყო
- იმ სამხედრო ბაზების აღდგენა სადაც НЗ (ხელშეუხებელი პროდუქტი) ინახებოდა
- ყოველ სამ წელიწადში სავალდებულო ერთთვიანი სამხედრო წვრთნების გავლა
7.სამოდელო სააგენტოების მაგივრად სპორტული და საბრძოლო კლუბების გახსნა
- მასმედიით მეომარი სულის პროპაგანდა და არა ქუსლიანი, შიშველკოჭება მტირალა მამრების.
- საპენსიო დანაზოგის დაბრუნება!
10.მორჩით წუწუნს და გოდებას
ხომ ხედავთ, რომ მტერი ახლოსაა, ჩვენ კიდე სრულიად დემორალიზებულები?
გაიხსენეთ, ვისი გორისა ხართ!“