საზოგადოებრივი მოძრაობა „მარო მაყაშვილის“ დამფუძნებელი ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მე არ ვაპირებ ამჯერად ოცნება ვაკრიტიკო იმისთვის, რომ დღეს ჩემს თავზე ბომბები არ ვარდებიან! ვაკრიტიკებ ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ ცდებიან.
ვაკრიტიკებ გაძვირებული ტარიფებისთვის, გაძვირებული წამლებისთვის, გაძვირებული სურსათისთვის, მაგრამ მშვიდობისთვის ვერ გავაკრიტიკებ!
ღარიბაშვილი, ჩემი აზრით, ერთადერთი ადამიანია, ვინც მართლა საქართველოს და მხოლოდ საქართველოს მხარეს დგას! ირაკლი ღარიბაშვილი, მადლობა!“ - წერს ლიკა გამრეკელი.