logo_geo
eng_logo
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ ვაპირებთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შევუერთდეთ
- +

2 მარტი. 2022. 01:20

 

 

თურქული გამოცემა ანადოლუ ამ წუთებში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქეთი არ აპირებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

 

თურქულ გამოცემას წყაროდ მოჰყავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩავუშოღლუს განცხადებით, ისინი არ აპირებენ შეუერთდნენ სანქციებს: „ჩვენ საერთოდ არანაირ სანქციაში არ მიგვიღია მონაწილეობა და არც არანაირი სურვილი გვაქვს, რომ მივიღოთ”, – განაცხადა მან.

 

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შეეწინააღმდეგა საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს და განაცხადა, რომ მთავრობა აქტიურად არ უჭერს მხარს ბრიტანელ მოხალისეებს, რომლებსაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში სურთ ჩართვა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ინდეფენდეთი“ წერს.

 

მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ NATO-ს არც ერთი ქვეყანა არ განიხილავს მოსკოვის შემოჭრის მოგერიებაში აქტიური ჩართვის შესაძლებლობას, ხოლო უკრაინა არ არის NATO-ს წევრი სახელმწიფო.

 

როგორც გამოცემა „ინდეფენდენთი“ წერს, ლიზ ტრასის განცხადება ეწინააღმდეგება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს უკრაინაში გამზგავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

 

„ამასთან დაკავშირებით მე ვიქნები ძაკლიან მკაფიო, ვინაიდან თქვენ არ ხართ მართალი იმაში, რასაც ამბობთ მოხალისეების მხარდაჭერაზე, დიდი ბრიტანეთი არ აკეთებს ასეთ რამეს აქტიურად“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა ესტონეთში ვიზიტისას ჟურნალისტის მიერ უკრაინაში საბრძოლველად ბრიტანელი მოხალისეების წასვლის მხარდაჭერის თემაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად.

 

„მე, რა თქმა უნდა, მესმის, რას გრძნობენ ის ადამიანები, რომლებიც ამ კონფლიქტში ემოციურად ჩართულებად გრძნობენ თავს, რადგან არ მახსენდება საერთაშორისო საქმეებში ისეთი დრო, როდესაც სხვაობა მართალსა და მტყუანს, კეთილსა და ბოროტს შორის ასეთი აშკარა იყო. მე მესმის, თუ რატომ გრძნობენ ადამიანები თავს ასე, თუმცა ჩვენ ქვეყანაში გვაქვს კანონები საერთაშორისო კონფლიქტების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მათი წარმართვა“, – აღნიშნა ჯონსონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner