logo_geo
eng_logo
ვიცე-პოლკოვნიკი ალუდა სეთურიძე: ნებისმიერი სახელმწიფოს და ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა სახელმწიფო ინტერესების და თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა
- +

2 მარტი. 2022. 01:26

 

 

„ნებისმიერი სახელმწიფოს და ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა სახელმწიფო ინტერესების და თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა“, - ამის შესახებ „იმედი LIVE“-ის ეთერში ვიცე-პოლკოვნიკმა, ალუდა სეთურიძემ განაცხადა.

 

„6 დღეა, ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ კიევიდან არაა გაყვანილი ელჩი. ჩვენი დიპლომატიური მისია კიევში რჩება, როცა ბევრმა ქვეყანამ დატოვა უკრაინის დედაქალაქი. გადადგმულია სხვა ნაბიჯებიც - გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარება და ეს ასეც უნდა იყოს. კიდევ მზადდება ჰუმანიტარული დახმარება და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ნებისმიერი მთავრობა ვალდებულია დაიცვას ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები“, - აცხადებს ალუდა სეთურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner