გერმანული გამოცემა „ბილდის" ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიარაღებული მამაკაცია გამაგრებული.
გამოცემის ინფორმაციით, დამლაგებლებმა შენობა მაშინვე დატოვეს, როგორც კი იქ შეიარაღებული პირი შეიჭრა. ამ დროისთვის არ კონკრეტდება, არიან თუ არა კაფეში სხვა ადამიანები.
უახლოეს ხანში გერმანიის სპეცდანიშნულების რაზმი კაფეზე იერიშს გეგმავს. არის თუ არა მოსახლეობისთვის საშიშორება, ინფორმაცია არ ვრცელდება.