logo_geo
eng_logo
ხარკოვში აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
- +

2 მარტი. 2022. 11:09

 

 

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა. ინფორმაციას ხარკოვის მერი ავრცელებს.

 

მისი თქმით, რუსი სამხედროები თავს დაესხნენ ქალაქის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სექტორებს, სამხედრო ჰოსპიტალს.

 

ხარკოვში რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. 1 მარტს დილით, ოკუპანტებმა ხარკოვში რაკეტები ისროლეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner