უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა. ინფორმაციას ხარკოვის მერი ავრცელებს.
მისი თქმით, რუსი სამხედროები თავს დაესხნენ ქალაქის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სექტორებს, სამხედრო ჰოსპიტალს.
ხარკოვში რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. 1 მარტს დილით, ოკუპანტებმა ხარკოვში რაკეტები ისროლეს.