logo_geo
eng_logo
ანდრიუს კუბილიუსი: ამ ომის შემდეგ რუსეთი ცხოვრებას პუტინის გარეშე გააგრძელებს
- +

2 მარტი. 2022. 11:47

 

 

„ამ ომის შემდეგ რუსეთი ცხოვრებას პუტინის გარეშე გააგრძელებს. მან საკუთარი მარცხის დასაწყისი თავად გამოაცხადა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ეგონა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სამხედრო უპირატესობას სწრაფად მიიღებდა, თუმცა მისი გათვლები არ გამართლდა.

 

„უკრაინელებმა უნდა დაამარცხონ რუსეთი უკრაინაში. უკრაინის მოქალაქეები იბრძვიან. დასავლეთმა მათ დახმარება უნდა გაუწიოს და ეს დახმარება იარაღის მიწოდებასა და სანქციების დაწესებაში გამოიხატება. პირველ რიგში პუტინმა ვერ უნდა შეძლოს არმიის დაფინანსება. უკრაინა უძლიერესია ბრძოლის ველზე - მათ ეს დაამტკიცეს. რაც შეიძლება მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ. პუტინს ეგონა, რომ სამხედრო უპირატესობას მოიპოვებდა და ძალიან მალე. ეს ასე არ მოხდა. პუტინის ომმა შეცვლა მთელი მსოფლიო. დასავლეთი გაერთიანებულია. რუსეთზე ილუზიები არავის აქვს. უკრაინა ადასტურებს, რომ ევროპაა, ყველაზე მამაცი ერია. ისინი იცავენ ევროპულ არჩევანს. ეს რადიკალურად შეცვლის უკრაინის მომავალს“, - განაცხადა კუბილიუსმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner