logo_geo
eng_logo
უკრაინაში საბრძოლველად ჩასვლას 70-მდე იაპონელი მოხალისე გეგმავს
- +

2 მარტი. 2022. 11:47

 

 

იაპონელი მოხალისეები უკრაინაში გამგზავრებას და იქ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.

 

ეს გადაწყვეტილება იაპონიის თავდაცვის ძალების ყოფილმა სამხედრო მოსამსახურეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელ მოხალისეებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

 

მოხალისეებმა უკრაინის საელჩოს უკვე მიმართეს. საელჩოს განცხადებით, უკრაინაში საჭიროა მედიცინის სფეროს მუშაკები, მეხანძრეები და მაღალი ტექნოლოგიების სპეციალისტები.

 

რამდენიმე დღის წინ ტოკიოში უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გასაპროტესტებლად ხალხი შეიკრიბა. იაპონიის მოსახლეობამ შემოწირულობის სახით უკრაინის დასახმარებლად 17 მლნ დოლარი შეაგროვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner