logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: ჩვენი ძალები არ არიან ჩართული და არ ჩაერთვებიან კონფლიქტში რუსეთის ძალებთან უკრაინაში
- +

2 მარტი. 2022. 11:53

 

 

„ჩვენი ძალები არ არიან ჩართული და არ ჩაერთვებიან კონფლიქტში რუსეთის ძალებთან უკრაინაში,“ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესში ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა. ამის შესახებ CNN იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, ჯო ბაიდენმა განმარტა, რომ ამერიკელი სამხედროები ევროპაში NATO-ელი მოკავშირეების დასაცავად არიან, იმ შემთხვევაში, თუ პუტინი დასავლეთით მიმართულებით სვლას გადაწყვეტს და არა იმისთვის, რომ უკრაინაში იბრძოლონ.

 

„ამ მიზნისთვის ჩვენ მობილიზებული გვყავს ამერიკის სახმელეთო ძალები, ავიაცია, ხომალდები, რათა დავიცვათ NATO-ს მოკავშირეები, მათ შორის პოლონეთი, რუმინეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner