logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ნეტავ ვინ უთხრა ამ რუსულდიპლომიანსა და რუსულპასპორტიანს, ეს მთავრობა თქვენ წარმოგადგენთო?
- +

2 მარტი. 2022. 12:12

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მოქალაქეებთან ერთად ღამე პარლამენტთან გავათენეთ,  დილით მიხეილ სააკაშვილს ზელენსკის ადმინისტრაციის „უმფროსმა“ ერმაკმა დაურეკა და გეგმები შეიცვალა, - თქვა ჰელენ (ლაიკა) გოგიევიჩმა, ძალზედ ღრმა ნაფაზი დაარტყა, ერთი კაცურად ჩაახველა და განაგრძო, - მიუხედავად გეგმების ცვალებადობისა, ერთი უმაგრესი მოთხოვნა მაინც გვაქვს: მთავრობა, რომელიც უკრაინის გვერდით არ არის, ჩვენ არ უნდა წარმოგვადგენდეს!

 

და... ნეტავ ვინ უთხრა ამ რუსულდიპლომიანსა და რუსულპასპორტიანს, ეს მთავრობა თქვენ წარმოგადგენთო?

 

ვიიიიშ.... ზოგს რამოდონა წარმოდგენა აქვს თავის დუთინა თავზე?!

 

ირაკლი ღარიბაშვილი არ უნდა შევუშვათ სამსახურშიო.

 

მამაშენი გოგია არ შეუშვა ტუალეტში, დასაჯე, საგარეო საქმეთა მინისტრი რომ იყო და რუსეთიდან ჭინჭებს ეზიდებოდა გასაყიდად! მერე ზვიად გამსახურდიამ რომ გაუგო და გამოაგდო ჭიტლაყის რტყმითა!

 

მოკლედ, გეგმები შეგვეცვალაო, თქვა ჰელენ გოგიევიჩმა და ისევ დაარტყა განიერი ნაფაზი“, - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner