logo_geo
eng_logo
თედო ისაკაძე: ბატონო ზელენსკი, რაც ნაკლებად მოუსმენთ მარცხენა მხარზე წამოსკუპებულ ნაცლობისტებს, უკეთესი იქნება
- +

2 მარტი. 2022. 12:13

 

 

ქართველი ფილოლოგი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ბიზნესმენი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე 1999–2002 წლებში, თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„მიუხედავად უკრაინის ხელმძღვანელობის კონტრპროდუქტიული დიპლომატიური დემარშისა, მისასალმებელია საქართველოს მთავრობის პოზიცია, გააგრძელოს უკრაინის სახელმწიფოს დახმარება პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

 

თავის დროზე, ჩვენ პოლიტკორექტულად არ შევიმჩნიეთ მან სან კანის“ სცენაზე საქართველოს  მასხარად აგდების და შეურაცხყოფის უკბილო სკეჩი 2008 წლის ომთან დაკავშირებით და არასოდეს წამოგვიძახებია.

 

თვალი დავხუჭეთ საქართველოს ბრალდებული პირების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის ფაქტებზე.

 

არ გაგვიპროტესტებია, როცა პუტინის მოწოდების შემდგომ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უბოძეს.

 

აღარ გავაგრძელებ...

 

ყველაფერ ამას მოთმინებით „ვატარებდით“ უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ ისტორიულად განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულებისა და გულწრფელი სენტიმენტების გამო.

 

ამ ფონზე, ნუ ანაცვალებთ ერთ პარტიას ორ ქვეყანას შორის არსებულ სამეგობრო ურთიერთობას.

 

ამ არაგონივრული და ემოციური გადაწყვეტილების ფონზე, უკრაინელი ხალხისადმი პატივისცემისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ომის მდგომარეობაში იმყოფებიან, ვაგრძელებთ თქვენს გვერდით დგომას. მართლები ვართ ღმერთის წინაშე და გვაქვს მორალური უპირატესობა, რასაც აუცილებლად განსჯის ისტორია და ვის შერცხვება თვალებში შეხედვის, დრო გვიჩვენებს.

 

ბატონო ზელენსკი, გავბედავ და გირჩევთ: რაც ნაკლებად მოუსმენთ მარცხენა მხარზე წამოსკუპებულ ნაცლობისტებს, რომლებიც მარჯვენა ყურში ჩაგჩურჩულებენ პროვოკაციულ რჩევებს, უკეთესი იქნება თქვენთვისაც და უკრაინისთვისაც.

 

გაუმარჯოს უკრაინელ ხალხს! გაუმარჯოს საქართველოს!“ - წერს თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner