logo_geo
eng_logo
გური სულთანიშვილი: ნაცებს უნდათ, რომ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების მინი მოდელი შექმნან აქ, ვითომ ეგენი არიან უკრაინელები და მთავრობა - კრემლი
- +

2 მარტი. 2022. 12:27

 

 

ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებსა და საკუთარი მიზნების განხორციელებაზე საუბრობს.

 

ფეისბუქის პირად გვერდზე სულთანიშვილი წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც ძალაუფლების გამო ყველაფერზე მიდის, ქვეყანასაც კი აგდებს საფრთხეში.

 

„ნაცებს“ უნდათ, რომ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების მინი მოდელი შექმნან აქ, ვითომ ეგენი არიან უკრაინელები და მთავრობა - კრემლი, შემდეგ წავლენ პროვოკაციებზე და მთავრობა თუ იმოქმედებს, თქვან - ეეე, აგერ რუსეთი გვებრძვისო. ესაა ამ მანიაკების სურვილი, როგორც მიშაა პუტინის პირადი პატიმარი, ეგრე უნდათ, ყველა თემა მოირგონ და მოაჯდნენ პარაზიტულად“, - წერს სულთანიშვილი.

 

ამასთან, იგი ყურადღებას ამახვილებს რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკაზე და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა სწორია.

 

„ჩარტერებს მეომრებით არცერთი ქვეყანა არ ახორციელებს! სანქციების არ დაწესება სწორია.

 

სხვა მხრივ, ყველა საერთაშორისო ველზე დავაფიქსირეთ და ხმა მივეცით რუსეთის წინააღმდეგ, ღიად დაფიქსირდა სოლიდარობა, მხარდაჭერა უკრაინისადმი. უმრავლესობის სხდომა გაიხსნა უკრაინის ჰიმნით და გადმოიფინა დროშა. 

 

P.S. ღამის კოშმარშიც ცუდი წარმოსადგენია, ამ დროს,  სად იქნებოდა ნაცების ხელში საქართველო“, - წერს გური სულთანიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner