„ისრაელმა უარი განაცხადა რუსეთთან მიმართებაში სანქციების მხარდაჭერაზე. ზუსტად არ ვიცი - ეს „ხისტად“ გააკეთა, „ჰავანაგილას“ ფონზე თუ ლექსად - ფაქტი ფაქტად რჩება“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ელენე ხოშტარიას მოთხოვნას მთავრობის გადადგომის შესახებ.
„გუშინ დილით RTVI-ზე მოვისმინე და მომეწონა: წუხელო, ისე, რომც არავინ არაფერს ეკითხებოდა, რუსეთის ელჩმა ისრაელში მოულოდნელი განცხადება გააკეთა - „რა კარგია მაინც, რომ რუსეთი პალესტინის ავტონომიის საკითხებში, ისრაელის ცენტრალური ხელისუფლების მხარეზეა. როგორ შეიძლება ამ მწვავე დაპირისპირებაში, ვიღაცა რომ იარაღით ამარაგებს პალესტინელებს“ . იმავე დღის საღამოს - ისრაელმა უარი განაცხადა რუსეთთან მიმართებაში სანქციების მხარდაჭერაზე. ზუსტად არ ვიცი - ეს „ხისტად“ გააკეთა, „ჰავანაგილას“ ფონზე თუ ლექსად - ფაქტი ფაქტად რჩება. ახლა...„მგიმიშნიცაზე“ უკეთ, ან ზოგადად დიპლომატიის, ან კერძოდ რუსეთის დიპლომატიის ენა ვინ იცის საქართველოში? ალბათ გრიშა ვაშაძემ - მაგრამ ის დუმს, ამას კი „შვიშტოკი“ ვერ გამოუღეს პირიდან: „მთავრობა, რომელიც უკრაინის გვერდზე არ დგას - უნდა შეიცვალოს!“. ლЯკას ლოგიკაში მინიმუმ 18 სახელმწიფო გავატარე და... იქ ყველგან უნდა შეიცვალოს მთავრობა თუ მხოლოდ ჩვენთან?“ - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.