logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ურეიტინგო МГИМО-ელი ელენე ხოშტარიაც ილუზიების ღრმა ტყვეობაშია, „ნაცმოძრაობის“ კონგლომერატში ვერ აცნობიერებენ, რომ ქუჩაში რადიკალიზმზე საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ
- +

2 მარტი. 2022. 12:45

 

 

„ნაცმოძრაობის“ კონგლომერატში ვერ აცნობიერებენ, რომ ქუჩაში რადიკალიზმზე საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ. ნებისმიერი გულწრფელი მასობრივი პროტესტის გამოყენება ნაცსექტანტური მიზნებისთვის, წარუმატებელია!“ - ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აქციასთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმიანება.

 

მისი თქმით, ელენე ხოშტარია პრემიერ ღარიბაშვილისთვის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ბლოკირებას აპირებდა, თუმცა გეგმები შეცვალა. ანალიტიკოსი ამის მიზეზად საზოგადოებაში მხარდაჭერის ნაკლებობას მიიჩნევს.

 

„სასოწარკვეთილი, ურეიტინგო МГИМО-ელი ელენე ხოშტარიაც ილუზიების ღრმა ტყვეობაშია. „ნაცმოძრაობის“ კონგლომერატში ვერ აცნობიერებენ, რომ ქუჩაში რადიკალიზმზე საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ. ნებისმიერი გულწრფელი მასობრივი პროტესტის გამოყენება ნაცსექტანტური მიზნებისთვის, წარუმატებელია! დღეს, loser-ი ხოშტარია და მისი „რაზმი“ პრემიერ ღარიბაშვილისთვის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ბლოკირებას აპირებდა“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner