logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის წაშლას
- +

2 მარტი. 2022. 12:51

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი ექვსი დღის განმავლობაში თითქმის 6 000 რუსი სამხედრო დაიღუპა და რომ კრემლი ვერ შეძლებს უკრაინის ბომბებითა და საჰაერო თავდასხმებით აღებას.

 

ბაბი იარზე რუსეთის თავდასხმაზე საუბრისას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის საოკუპაციო ჯარების მიერ ებრაელების ხოცვა-ჟლეტის ადგილია, ზელენსკიმ თქვა: „ეს დარტყმა ადასტურებს, რომ რუსეთში ბევრი ადამიანისთვის ჩვენი კიევი აბსოლუტურად უცხოა“.

 

„მათ არაფერი იციან კიევის, ჩვენი ისტორიის შესახებ. მაგრამ მათ აქვთ ბრძანება წაშალონ ჩვენი ისტორია, წაშალონ ჩვენი ქვეყანა, წაშალონ ყველა ჩვენთაგანი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner