logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ისეთები წერთ აქ ვაჟკაცობაზე, სკოლებს შორის ჩხუბის დროს რომ იმალებოდით, შინდისის გმირები არ იცით, ვინ არიან და უკრაინელ გმირებზე მებლატავებით, თქვენ სად იყავით ომის დროს?
- +

2 მარტი. 2022. 13:33

 

 

„11 აგვისტოს მე გორში ვიყავი, ჰუმანიტარული ჩვენ ჩავიტანეთ და თქვენ, აი, თქვენ, კლავიშებით რომ ბლატაობთ, სად ეგდეთ? აი, სად?“ - წერს ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში და იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, რომლებმაც 2008 წელს ომის დროს, ხალხი რუსებს შეატოვეს და საქართველო დატოვეს.

 

„ზელენსკის ნუ აგინებთ, ომია მის ქვეყანაშიო და საკუთარი პრემიერის გადადგომას რომ ითხოვენ, ის ხალხი მეცოდებით... ანუ, ჩვენ ე.ი რუსეთთან ომი არ გვაქვს? ე, ბიჭო, არც იცით და არც გამოგდით ეს ურაპატრიოტიზმი და დაეგდეთ სახლში. ისეთები წერთ, ბიჭო, აქ ვაჟკაცობაზე, სკოლებს შორის ჩხუბის დროს რომ იმალებოდით. თქვენი, მოდას აყოლილი, ძალით გმირი დედა მოვ***ნ... შინდისის გმირები არ იცით, ვინ არიან და უკრაინელ გმირებზე მებლატავებით აქ, არადა არც ეგ იცით, ვინ არიან. ჰო, მართლა, 11 აგვისტოს მე გორში ვიყავი - ჰუმანიტარული ჩვენ ჩავიტანეთ და თქვენ, აი, თქვენ, კლავიშებით რომ ბლატაობთ, სად ეგდეთ? აი, სად? სად და აქ!!!

 

  • გიგი წერეთელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, 04:30 საათზე.

 

  • დავით ბეჟუაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს

 

  • კობა ნაყოფია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 7 აგვისტოს

 

  • გოჩა მამაცაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, 05:00 საათზე.

 

ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს.

 

  • დიმიტრი გვინდაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2011 წ. ფინანსთა მინისტრი) - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს.

 

  • ლევან მჭედლიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი) – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს.

 

  • რომან მარსაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს.

 

  • გიგა ბოკერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს

 

  • ურუზმაგ ქარქუსოვი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წევრი – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს

 

  • ბაკურ კვეზერელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს.

 

  • გიორგი მელაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს,16:00 საათზე.

 

  • ნინო კალანდაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, 12:30 საათზე, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით.

 

  • ნიკა რურუა, პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით.

 

  • კობა სუბელიანი, პარლამენტის წევრი (2008 წლის ნოემბრიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი) – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს.

 

  • გიორგი ღვინიაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – 11 აგვისტოს ვალედან გადავიდა

 

  • მერაბ სამადაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 12 აგვისტოს,00:02 საათზე, ავტომანქანით სომხეთში.

 

  • პაატა ლეჟავა, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 12

 

  • გივი თარგამაძე, დეპუტატი – 7 აგვისტოს გავიდა. • ეკა ტყეშელაშვილი – 13 აგვისტოს გავიდა“, - წერს ლატარია facebook-ზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner