logo_geo
eng_logo
ევროკომისია შეთავაზებით გამოვიდა, უკრაინელ ლტოლვილებს დროებითი ბინადრობის უფლება მიენიჭოს
- +

2 მარტი. 2022. 14:07

 

 

ევროკომისია შეთავაზებით გამოვიდა, უკრაინელ ლტოლვილებს დროებითი ბინადრობის უფლება მიენიჭოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ, 650 000-ზე მეტი ადამიანი უკრაინიდან მეზობელ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადავიდა.

 

ევროკომისიაში განმარტავენ, რომ ახალი კანონმდებლობა ყველა წევრ ქვეყანაში იმოქმედებს და უკრაინელებისგან თავშესაფრის ხანგრძლივი პროცესის გავლას არ მოითხოვს.

 

ევროკომისიის აღნიშნულ ინიციატივას ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები 3 მარტს განიხილავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner