logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ყველაზე ამაზრზენი სანახავია, როგორ ცდილობს უსუსური ოპოზიცია უკრაინელი ხალხის მიმართ საზოგადოებრივ სოლიდარობაზე ხელის მოთბობას
- +

2 მარტი. 2022. 14:17

 

 

„ამ ხალხმა მოახერხა და ყველაზე ამორალური ფორმით ეს ფაქიზი თემა პარტიული კინკლაობის საგნად აქცია. სადაც ხალხს დაინახავენ, ყველგან სცენას აყენებენ და მიკროფონს ვეღარ აგდებინებენ ხელიდან“, - ამის შესახებ წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი.

 

ექსპერტის მოსაზრებით, ოპოზიცია კვლავ ცდილობს უკრაინაში განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას და თავიანთ სასარგებლოდ გამოყენებას.

 

„ყველაზე ამაზრზენი სანახავია, როგორ ცდილობს უსუსური ოპოზიცია უკრაინელი ხალხის მიმართ საზოგადოებრივ სოლიდარობაზე ხელის მოთბობას. ამ ხალხმა მოახერხა და ყველაზე ამორალური ფორმით ეს ფაქიზი თემა პარტიული კინკლაობის საგნად აქცია. სადაც ხალხს დაინახავენ, ყველგან სცენას აყენებენ და მიკროფონს ვეღარ აგდებინებენ ხელიდან. ხან პარლამენტში შერბიან, ხან პოლიციელებს აგინებენ. ასეთი ბანძი და უტვინო როგორ უნდა იყო, სულ ერთი და იგივე რაღაცებზე იმტვრევდე ცხვირს. ღარიბაშვილი არ გამოხატავს ჩემს პოზიციასო ვიღაცები რომ ამბობენ, აბა ჩვენ გვკითხეთ გუშინ აქციაზე მიშა მშვილდაძე რომ ზმუოდა, ის გამოხატავს ჩვენს პოზიციას? თუ ელენე ხოშტარია რომ კიოდა რაღაცებს? ერთი რამე კარგად იცოდეთ, არავის არავისზე ნაკლებად უდუღს სისხლი და არავის არავისზე ნაკლებად უყვარს ეს ქვეყანა. არავის აქვს საზოგადოების დაყოფის უფლება პატრიოტებად და მოღალატეებად, ვაჟკაცებად და ლაჩრებად, პროდასავლურებად და პრორუსებად. ასე რომ, ყველამ მოთოკეთ ემოციები და ცოტა დაოკდით“, - წერს ანდრია გვიდიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner