logo_geo
eng_logo
უკრაინაში შეჭრისას რუსეთისთვის დახმარების გაწევის გამო, ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
- +

2 მარტი. 2022. 14:53

 

 

უკრაინაში შეჭრისას რუსეთისთვის დახმარების გაწევის გამო, ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

„ევროკავშირის ელჩებმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცეს, რომელიც უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილეობს. სანქციები ბელარუსის ეკონომიკის გარკვეულ სექტორებს შეეხება, კერძოდ ხის, ფოლადისა და კალიუმის სექტორებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner