გერმანული მედიის ცნობით, ზაარბრიუკენის ერთ-ერთ კაფეში, სადაც შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ, დაწესებულების თანამშრომელია.
გერმანელი სამართალდამცველები ინფორმაციით, თავდამსხმელს არანაირი პოლიტიკური მოთხოვნა არ გააჩნია. ასევე სამართალდამცავები აღნიშნავენ, რომ მამაკაცს არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა აქვს.
სპეცდანიშნულების რაზმს შენობა ალყაში აქვს მოქცეული.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის ერთ-ერთ კაფეში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. უცხოური მედიის ინფორმაციით, კაფე მომსახურე პერსონალმა მაშინვე დატოვა, როგორც კი შეიარაღებული მამაკაცი დაწესებულებაში შევიდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, სპეცსამსახურები კაფეში შტურმით შესვლას გეგმავენ.