logo_geo
eng_logo
იგორ დოლგოვი მოხალისეებზე: არავის არაფერი აუკრძალავს – ჩარტერული რეისის ფრენის დეტალები არ იყო შეთანხმებული
- +

2 მარტი. 2022. 15:19

 

 

უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი „მთავარ არხთან” კომენტარში აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან არ ყოფილა არანაირი აკრძალვა. მისი თქმით, ჩარტერული რეისი, რომლითაც მოხალისეები აპირებდნენ უკრაინაში ფრენას, არ ყოფილა შეთანხმებული.

 

მისივე თქმით, მოხალისეების რეისთან დაკავშირებით პრობლემა არ არის და ვის როგორც შეუძლია, ისე ეხმარება უკრაინას.

 

„ასეთ თემებზე ტელეფონით არ საუბრობენ. არავის არაფერი აუკრძალავს, საიდან მოგაქვთ ასეთი ინფორმაციები. პრობლემა შეექმნა ჩარტერულ რეისს ნებართვის მიღებაზე, რადგან არ იყო წინასწარ შეთანხმებული ფრენის დეტალები და არ ჰქონდა თვითმფრინავს ნებართვა ფრენაზე. არ იყო არანაირი წინააღმდეგობა, საიდან მოგაქვთ ასეთი ინფორმაციები. სხვა მხრივ პრობლემა არ არის, ვის როგორც შეუძლია, ისე ეხმარება უკრაინას. დიპლომატიური თვალსაზრისით პოზიცია გასაგებია, ამას ყველა კარგად ხედავს. მადლიერები ვართ აღმოჩენილი დახმარებისთვის და მადლობელი ვიქნებით ყველა ქმედებისთვის, რაც ომში გამარჯვებაში დაგვეხმარება”, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner