logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: მომდევნო დღეები ძალიან მძიმე იქნება, ახლა უნდა ვიდგეთ უკრაინელების გვერდით ისე, როგორც არასდროს
- +

2 მარტი. 2022. 15:20

 

 

„მომდევნო დღეები, უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან მძიმე იქნება. ახლა უნდა ვიდგეთ უკრაინელების გვერდით ისე, როგორც არასდროს“ - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მიმართ დაწესებული უმკაცრესი სანქციები შედეგს გამოიღებს.

 

„უკიდურესად დაძაბული მდგომარეობაა და ამიტომ არის ჩვენი ერთიანობა გადამწყვეტი. ჩვენ ვდგავართ ჩვენ პარტნიორებთან ერთად და მათ შორის პარტნიორებთან მესამე ქვეყნებიდან, რათა კოორდინირებულად ვიმოქმედოთ როგორც საერთაშორისო კოალიციამ და დავიცვათ საერთაშორისო კანონმდებლობა, კანონზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი. უსწრაფესად მოვახდინეთ უმძიმესი, უმკაცრესი სანქციების დაწესება, რომლებსაც ექნება შედეგი, გავლენა რუსეთის ფედერაციაზე. მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები, ექნება გავლენა ჩვენზეც. მაგრამ ეს ეხება დემოკრატიული პრინციპების დაცვას და საერთაშორისო სამართალს. მე ამ შეხვედრით მხოლოდ სოლიდარობას არ ვადასტურებ, მინდა დემონსტრირება მოვახდინო, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ და ამის დასტურია ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება 500 მილიონი ევროს ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად გამოყოფაზე. ჩვენ ვმუშაობთ, რათა უსაფრთხო დერეფანი უზრუნველვყოთ უკრაინელებისთვის და მესამე ქვეყნებიდან წამოსული ყველა მოქალაქისთვის დისკრიმინაციის გარეშე. ნულოვან დისკრიმინაციას აქვს ადგილი და დეზინფორმაციით ცდილობენ, განსხვავებული სურათი შეიქმნას. მომდევნო დღეები უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან მძიმე იქნება. ახლა უნდა ვიდგეთ უკრაინელების გვერდით ისე, როგორც არასდროს. ჩვენ მათ მივიღებთ და ყველანაირ დახმარებას აღმოვუჩენთ. სანქციები დაარტყამს რუსეთს, რუს ოლიგარქებს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს“, - განაცხადა მიშელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner