logo_geo
eng_logo
ჰეიდი ჰაუტალა: უკრაინა და საქართველო ევროპულ პერსპექტივას იმსახურებენ
- +

2 მარტი. 2022. 16:57

 

 

„ევროპული პერსპექტივა აუცილებლად უნდა მივანიჭოთ უკრაინას და საქართველოს, მინდა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ჰეიდი ჰაუტალამ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„რაც შეეხება სწრაფ გაწევრიანებას, ეს უნდა გადავწყვიტოთ, რადგან ძალიან ბევრ პირობაზე დაფუძნებულ პროცედურებზეა დამოკიდებული. ეს მიდგომა გვაქვს მაგალითად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკვე კანდიდატები არიან. მოლაპარაკებები ყველასთან თანაბარ პირობებში უნდა წარიმართოს და ეს იყო ევროკავშირის პრინციპი მომავალი წევრების მიმართ.

 

ჩვენ, დღეს გვჭირდება უკრაინას ძალიან მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომ უკრაინა იქნება ევროკავშირის წევრი და ამისათვის მათ ევროპულ პერსპექტივას მივცემთ და ეს წევრობით დასრულდება. ეს მომენტი უნდა დადგეს უფრო მალე, ვიდრე გვიან ანუ უკრაინა და საქართველო იმსახურებენ ევროპულ პერსპექტივას“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner