დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეთანხმდნენ, რომ სანქციები უნდა გაფართოვდეს უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინზე მაქსიმალური ზეწოლის განსახორციელებლად. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს.
„პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა, რომ გაერთიანებული სამეფო დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებს იწვევს, რათა უზრუნველყოს რუსეთის უმკაცრესი დაგმობა გაეროში გასამართ დღევანდელ შეხვედრაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.