logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი მხარს უჭერს მეტი სანქციების საჭიროებას პუტინზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელების მიზნით
- +

2 მარტი. 2022. 17:18

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეთანხმდნენ, რომ სანქციები უნდა გაფართოვდეს უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინზე მაქსიმალური ზეწოლის განსახორციელებლად. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს.

 

„პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა, რომ გაერთიანებული სამეფო დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებს იწვევს, რათა უზრუნველყოს რუსეთის უმკაცრესი დაგმობა გაეროში გასამართ დღევანდელ შეხვედრაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner