logo_geo
eng_logo
გიორგი ანთაძე: ლავროვის განცხადება მესამე მსოფლიო ომის შესახებ პირველ რიგში უნდა განვიხილოთ როგორც შანტაჟის გარკვეული ფორმა
- +

2 მარტი. 2022. 18:40

 

 

„სერგეი ლავროვის განცხადება მესამე მსოფლიო ომის შესახებ პირველ რიგში უნდა განვიხილოთ როგორც შანტაჟის გარკვეული ფორმა, რომლის მიზანიც უკრაინულ მხარეზე და დასავლეთზე ზეგავლენაა“, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა გიორგი ანთაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დასავლური ქვეყნების სადაზვერვო უწყებების ინფორმაციით, რუსეთის ამ განცხადებას რეალური ნაბიჯები არ მოჰყოლია. მე ვგულისხმობ შესაბამისი ძალების გადაადგილებას ან მკვეთრ ცვლილებებს. ამიტომ ეს უფრო პოლიტიკური რიტორიკის ნაწილია. რაც შეეხება მესამე მსოფლიო ომს, იმისათვის, რომ ეს მოცემულობა დადგეს, აუცილებელია სხვა მხარის, დასავლეთის ჩართვაც საბრძოლო მოქმედებებში. ეს ფაქტობრივად გამორიცხულია და არაერთხელ ითქვა დასავლელი ლიდერების მიერ“, - ამბობს ანთაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner