უკრაინის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამიამ დაადასტურა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს საღამოს გაიმართება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.