logo_geo
eng_logo
უკრაინა 5 მილიონ რუბლს სთავაზობს იმ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც იარაღს დაყრიან და ნებაყოფლობით ჩაბარდებიან
- +

2 მარტი. 2022. 19:25

 

 

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის არმია აგრესორი ქვეყნის ჯარისკაცებს ცოცხლად დარჩენისა და ფულის შოვნის შანსს აძლევს“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

უწყება იმ თანხასაც ასახელებს, რომელსაც, გარკვეული ქმედების სანაცვლოდ, რუს ჯარისკაცებს სთავაზობენ.

 

„რუს ჯარისკაცებს არჩევანს ვთავაზობთ: ან დაიხოცონ უსამართლო ომში ან - მიიღონ სრული ამნისტია და 5 მილიონი რუბლი კომპენსაციის სახით, თუ იარაღს დაყრიან და ნებაყოფლობით ჩაგვბარდებიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner