logo_geo
eng_logo
დიმიტრი პესკოვი: რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზულ დარტყმას განიცდის
- +

2 მარტი. 2022. 19:57

 

 

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზულ დარტყმას განიცდის.

 

„რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზულ ზეწოლას, ვიტყოდი, რომ სერიოზულ დარტყმას განიცდის. გამძლეობის მარაგი გვაქვს, გვაქვს პოტენციალი და გეგმები. ენერგიული მუშაობა ტარდება. ფეხზე დავდგებით“, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში სპეციალური ეკონომიკური ზომების დაწესება განპირობებულია „მტრული ხასიათის გარკვეული ქმედებებით, რომლებიც ცდილობენ, შეარყიონ რუსეთის ეკონომიკის მთლიანობა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner