logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი: პუტინი უნდა დამარცხდეს და ეჭვი არ მეპარება, რომ ის დამარცხდება და ჩვენ წარმატებას მივაღწევთ უკრაინის დაცვაში
- +

2 მარტი. 2022. 20:27

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ქმედებები ომის დანაშაულად კვალიფიცირდება.

 

„ის, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ არის ის, თუ როგორ გამოყენა ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა საბრძოლო მასალები უდანაშაულო მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ეს უკვე სრულად კვალიფიცირდება როგორც ომის დანაშაული“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

ბორის ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ პუტინმა სერიოზულად ვერ გათვალა გათვალა უკრაინის პასუხი.

 

„სუვერენულ სახელმწიფოზე ამაზრზენი თავდასხმისას მან სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის არაჩვეულებრივი სიმტკიცე და თავისუფალი სამყაროს ერთიანობა და მტკიცე განწყობა მის ბარბაროსობას წინ აღუდგეს. პუტინი უნდა დამარცხდეს და ეჭვი არ მეპარება, რომ ის დამარცხდება და ჩვენ წარმატებას მივაღწევთ უკრაინის დაცვაში“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner