logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: სანამ ეს ბომჟი სადმე ჩატყვრება და გეზს რუსთაველისკენ აიღებს, შეახსენეთ, რომ ადრე პრეზიდენტი იყო. არაფერი მაგას არ გაუკეთებია ციხიდან სიძეების გამოშვების გარდა
- +

2 მარტი. 2022. 20:38

 

 

„მოკლედ, თუ ვინმე დარჩით გულშემატკივარი, უთხარით, როცა ,,კარბიდის'' არაყს ჩასცეცხლამს, დაიძინოს, ბოლო-ბოლო, მაინც პრეზიდენტი ერქვა!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს.

 

 „სანამ ეს ბომჟი სადმე ჩატყვრება და გეზს რუსთაველისკენ აიღებს, შეახსენეთ, რომ ადრე პრეზიდენტი იყო. არაფერი მაგას არ გაუკეთებია ციხიდან სიძეების გამოშვების გარდა, მაგრამ ოფიციალურად ხელფასს ხომ იღებდა და მივლინებებსაც ხომ აფორმებდა? ეხლა აღარ მოსწონს ლუკაშენკო, თორემ იყო დრო, იმის გამოტანებულ კარტოფილს ზურგით დაათრევდა და ბოლოს წითელი წითელი ტრაქტორი რომ აჩუქა, იმასაც დიდი სიამოვნებით შამაახტა!

 

მეო... აი, მე მრცხვენია, ამ ქვეყნის ხელისუფლება ეგრე ცუდად რო იქცევაო. ჩალპა, ენას ძლივს ატრიალებს პირში, ეს ჩემისა!

 

ვერც ადრე ატრიალებდა, მაგრამ ეხლა უფრო უჭირს, სადმე ნაგვის ბუნკერთან რომ ნახოთ ჩაცუცქული, არ გაგიკვირდეთ!

 

რა კარგია, აქ რომ ვართ ერთადო... „ჰაი ჟივე ვილნა უკრაინა“- ო. კიდევ კარგი, არ თქვა - ჰაილ ჰიტლერო. დააპირა, მაგრამ გვერდიდან მუჯლუგუნი წაჰკრეს. მიშა მშვილდაძემ შეჰღნავლა - „დავაი, ტანკ ნაზად“-ო!

 

2014 წელს კიევში ჩავიდა და იქიდან რაღაცნაირი დაბრუნდა. ერთ კვირაში ამბავი ჩამოიტანეს, სააკაშვილს შეხვდა, იმან „დაავერბოვკაო“. პრესაში დავწერეთ. ატყდა ამბავი, რას ჭორაობთ, რას მიედ-მოედებით, ჩირქს რატომ სცხებთო?! არადა, ნაღდი ინფორმაცია იყო, მართლა შეხვდა, იქ რაღაცა მოხდა, ამიტომაც ეახლა პატიმარ სააკაშვილს ფეხაკრეფით.

 

მოკლედ, თუ ვინმე დარჩით გულშემატკივარი, უთხარით, როცა ,,კარბიდის'' არაყს ჩასცეცხლამს, დაიძინოს, ბოლო-ბოლო, მაინც პრეზიდენტი ერქვა!

ფუჰ!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner