logo_geo
eng_logo
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

2 მარტი. 2022. 21:10

 

 

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2022 წლის 2 მარტს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ადვოკატ შ.თ.-ს მიმართ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე“, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ადვოკატ შ. თ.-სთან დაუყოვნებლივ განხორციელდა კომუნიკაცია მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

„მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2022 წლის 2 მარტს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ადვოკატ შ.თ.-ს მიმართ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

ადვოკატ შ. თ.-სთან დაუყოვნებლივ განხორციელდა კომუნიკაცია მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner