„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2022 წლის 2 მარტს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ადვოკატ შ.თ.-ს მიმართ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე“, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადვოკატ შ. თ.-სთან დაუყოვნებლივ განხორციელდა კომუნიკაცია მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.
„მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2022 წლის 2 მარტს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ადვოკატ შ.თ.-ს მიმართ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ადვოკატ შ. თ.-სთან დაუყოვნებლივ განხორციელდა კომუნიკაცია მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.