მაკედონიის პოლიციის ინფორმაციით, დედაქალაქ სკოპიეში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი გარდაიცვალა.
სამართალდამცავების განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
„წყალდიდობა დილის 8:30 წუთზე დაიწყო. ჩვენ მომენტალურად დავიწყეთ ხალხის გადარჩენის ოპერაცია. 15 გარდაცვლილი ვიპოვეთ, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ დაღუპულები კიდევ არიან",- აცხადებენ მაკედონიის პოლიციაში.