logo_geo
eng_logo
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო
- +

2 მარტი. 2022. 22:01

 

 

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო. შესაბამის რეზოლუციას მხარი 141-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა, 5 ქვეყანა წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 35-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.

 

გაეროს გენერალური ასამბლეის მიღებული რეზოლუცია მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ტერიტორიიდან.

 

რეზოლუციის კენჭისყრამდე უკრაინის ელჩმა, სერგი კისლიცამ გაეროს გენერალური ასამბლეის პალატისგან აპლოდისმენტები მიიღო.

 

„გენერალური ასამბლეის მესიჯი ხმამაღალი და მკაფიოა: ახლავე დაასრულეთ საომარი მოქმედებები უკრაინაში. გააჩუმეთ იარაღი. გაუღეთ კარი დიალოგსა და დიპლომატიას. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული, გაეროს წესდების შესაბამისად“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner