logo_geo
eng_logo
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი: უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებზე ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის საკითხს განვიხილავთ
- +

2 მარტი. 2022. 22:14

 

 

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებზე ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის საკითხს განიხილავენ.

 

უკრაინული დელეგაცია გომელში 3 მარტს დილით ჩავა, სადაც მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება.

 

28 თებერვალს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მხარეებმა რიგი პრიორიტეტული თემები განსაზღვრეს, რომლებთანაც დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები შეინიშნება და ახლა ორივე ქვეყნის დელეგაციები თავიანთ დედაქალაქებში კონსულტაციებისთვის მიემგზავრებიან, რათა ამ გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის შესაძლებლობა მიიღონ. მხარეებმა ასევე განიხილეს უახლოეს დროში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის შესაძლებლობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner