logo_geo
eng_logo
ირინა გოგოსაშვილი: „ანონიმუსი,, რომ ნაცების საიტია, ეგ ვიცით! ანუ, პირველ სამიზნედ რომ ირმა ინაშვილი შეარჩიეს არც ეს გამკვირვებია!
- +

2 მარტი. 2022. 22:25

 

 

ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

 „ანონიმუსი,, რომ ნაცების საიტია, ეგ ვიცით! ანუ, პირველ სამიზნედ რომ ირმა ინაშვილი შეარჩიეს არც ეს გამკვირვებია!

 

არც ის გამკვირვებია ასე კომპზე აკრეფილი სია, რომ გაგვანდეს, ყოველგვარი მტკიცებისა და  აგენტების  საარქივო ბარათების გარეშე! მიკვირს მხოლოდ ის, რომ „აგენტები“ ასე საჯაროდ, ყოველგვარი კონპირაციის გარეშე  თბილისის ცენტრში ოფისს ფლობენ, მოგზაურობენ ქვეყნის გარეთ, ხვდებიან მათ, ვინც საქართველოს მტერია, ოკუპანტს წერენ ღია წერილებს, კამერების წინ იძლევიან ინტერვიუებს, ბრუნდებიან საქართველოში და მათ არავინ აპატიმრებს!

 

არ მოჰყავთ სისრულეში საქართველოს  კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ და მეტიც -ყველაზე მეტი ადამიანის მობილიზებას აქციაზე, ეს აგენტები რომ უზრუნველჰყოფენ პარლამენტის ვიცე სპიკერად, რატომ ირჩევენ?!

 

ანონიმუსმა ისიც უნდა იცოდეს, რომ მიწას ნიჩბით ანონიმურობის გარეშე, საჯაროდ,  სწორედ ირმა მოგაყრით და არც თოთო მუჭს დაგამადდლით არავინ! თქვენი და თქვენი მფარველების დასასრულის დასაწყისია დაწყებული და  გაემზადეთ!

 

რაც თქვენ უფეშქაშეთ რუსეთს, სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა პუტინი, რომელმაც 2003 წელს იგორ ივანოვი გამოგიგზავნათ, ბეწვი რომ არ ჩამოგვარდნოდათ თავიდან!“, - წერს ირინა გოგოსაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner