logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ყველას მინდა ესმოდეს: არავის არ ეშინია არც "ანონიმუსის" და არც ზოგადად, პოლიტიკური ანუსების, რომლებიც მსგავს ტყუილს და უზნეობას კადრულობენ
- +

2 მარტი. 2022. 22:44

 

 

„პატრიოტთა ალიანსის" მთავარმა მდივანმა ირმა ინაშვილმა  სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

 

„მთელი დღეა ნაცმოძრაობის მხარდამჭერი გვერდები და აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ თითქოს "ანონიმუსის" მიერ გაშიფრულ, რუსეთის აგენტების სიას, სადაც ჩვენი გვარებია ჩამოწიკწიკებული. ტყუილია, ტყუილია და ტყუილია!

 

სინამდვილეში, ეს არც "ანონიმუსის" და არც სხვა რომელიმე ჰაკერული ჯგუფის მიერ გავრცელებული სია არაა.  უბრალოდ, ნაცმოძრაობის ტროლმა აიღო ჩვენი  გვარები, დააკოპირა და გაავრცელა, რასაც ზოგიერთი გზააბნეულიც აჰყვა. ნეტა, ვინ დაავალა?

 

ყველას მინდა ესმოდეს: არავის არ ეშინია არც "ანონიმუსის" და არც ზოგადად, პოლიტიკური ანუსების, რომლებიც მსგავს ტყუილს და უზნეობას კადრულობენ. ჩემს სიცოცხლეში ხელი ისეთ დოკუმენტზე არ მომიწერია, რომ ვიჯდე და ვკანკალებდე!

ვერც ამ 53 ხელმომწერში იპოვის ვინმე უცხო ქვეყნის აგენტს, ერეკლე საღლიანი თუ აგენტი და საქართველოს მტერია, დამთავრებულა საქართველო.

 

თვითონ ის ფაქტი კი, მიწების ჩაბარებელი პარტიების აქტივისტები, ტროლებ-ბოტებით, ახლაც ომზე რომ ოცნებობენ და სამიზნედ ჩვენ ავურჩევივართ, მართლა საგულისხმოა.

 

"ანონიმუსია", თუ "ანონსიმუსი", ეტყობა, იმდენ ფაილს ამზადებს მათ სპეცკავშირებზე, რომ სხედან კლავიატურასთან და კატებივით კნავიან.

 

მეგობრებო, მძიმე დროა. თეთრი და შავი არეულია. თავს ნურავის მოატყუებინებთ, ბრმად ნურავის დაუჯერებთ.

 

აგენტები ღია წერილებს რომ წერდნენ, აგენტურული საქმიანობა საგანგებო და ფარული კი არ იქნებოდა“, - წერს ირმა ინაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner