logo_geo
eng_logo
უკრაინაში მაროდიორებს ხეებზე აკრავენ (ფოტოები)
- +

2 მარტი. 2022. 22:45

 

 

უკრაინის ნაციონალური პოლიცია საპატრულო დეპარტამენტის წარმომადგენლის – ალექსეი ბილაშიცკის განცხადებას აქვეყნებს.

 

„მაშინ, როცა ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, როდესაც ნამდვილი პატრიოტები მტერს აკავებენ, როდესაც ჩვენ, სხვა სამსახურებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, არიან ისეთებიც, ვინც ასეთი მძიმე სიტუაციით სარგებლობენ და თავს მაროდიორობის უფლებას აძლევენ. ჩვენ და სხვა, არაგულგრილი მოქალაქეები, ასეთ ნაძირლებს ვაკავებთ. მივმართავ მათ, ვინც ფიქრობს, რომ ახლა მარტივი გზით სარგებლის მიღების დროა, შეწყვიტონ ეს. ასეთი ქმედებები უბრალოდ მიუღებელია და მათზე რეაგირება შესაბამისი იქნება. გშია და გცივა? ადექი, გახდი სახელმწიფოს დამცველი, შეუერთდეს ორგანიზაციებს, ჩაეწერე ტერიტორიების დაცვაში – იქ გაჭმევენ, თბილ ტანსაცმელს მოგცემენ და ქვეყნის სასიკეთოდ იმუშავებ. ყოველ მძარცველს არა მხოლოდ დააპატიმრებენ, არამედ შეურაცხყოფენ და დასჯიან კიდეც. ნუ იქნები მაროდიორი. გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ერთმანეთს!“, - აცხადებს უკრაინის პოლიციის საპატრულო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

 

პოლიციამ, ოფიციალურ Facebook-გვერდზე, ფოტოებიც გამოაქვეყნა – საჯაროდ, ბოძებზე მიკრულ ადამიანებს აწერიათ „მაროდიორი“.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner