logo_geo
eng_logo
გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის კაფეში შეჭრილი მამაკაცი სარდაფში მძინარე აღმოაჩინეს
- +

7 აგვისტო. 2016. 17:21


„ბილდის" ცნობით, გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის კაფეში  შეჭრილი მამაკაცი სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა დაწესებულების სარდაფში მძინარე აღმოაჩინეს.


უცხოური მედიის ცნობით,  43 წლის მამაკაცი არ ყოფილა შეიარაღებული, თუმცა ის შენობაში შეჭრის დროს სისხლიანი იყო. მას ტანზე მცირე ზომის ჭრილობა ჰქონდა. შენობაზე განხორციელებული შტურმის შემდეგ, აღნიშნული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.


პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, პირადი მოტივებით მოქმედებდა. ეჭვობენ, რომ ის არასტაბილურ ფსიქიკურ მდგომარეობაშია.


მანამდე უცხოური მედია პოლიციაზე დაყრდნობით აღნშნავდა, რომ ფაქტს ტერორიზმთან საერთო არაფერი აქვს. მამაკაცს არ ჰყავდა მძევლები და პოლიციასთან კონტაქტზე არ გამოდიოდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner