logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: საქართველო გაეროს იმ 96 წევრ სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც რეზოლუცია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ დაასპონსორეს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით
- +

3 მარტი. 2022. 00:02

 

 

გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, გაეროს 141-მა წევრმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას სახელწოდებით „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“. აღნიშნულს საქართველოს საგარეო უწყება და ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

 

„გაეროს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სესიაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, 141 მომხრითა და მხოლოდ 5 მოწინააღმდეგით. რეზოლუცია 96 წევრის სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მიერ იქნა დასპონსორებული. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

„საქართველო გაეროს იმ 96 წევრ სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც რეზოლუცია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ დაასპონსორეს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, - წერს დავით ზალკალიანი ტვიტერის პირად გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner