logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მთავრობის ნებართვით ბორტის უზრუნველყოფა საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში მოხალისეების გადასაყვანად, ნიშნავს, ქვეყნის ჩართვას სამხედრო კონფლიქტში
- +

3 მარტი. 2022. 00:14

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ნებართვით უკრაინაში ქართველი მოხალისეების გადაყვანა, ეს იქნებოდა ქვეყნის ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავეს ისეთმა ქვეყნებმაც კი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი:

 

„როდესაც მთავრობის ნებართვით, ანუ უშუალო ჩართულობით ხდება ბორტის უზრუნველყოფა, რომლითაც გადადიან მოხალისეები სხვა საომარ ქვეყანაში მყოფ ქვეყანაში, ასეთი რამ ნიშნავს, ქვეყნის ჩართულობას სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამიტომ გააკეთა იგივე დუდამ, ჯონსონმა განცხადებები, რომ არ შეუწყობდნენ ხელს მოხალისეების გადასვლას უკრაინაში, მათ ამით აარიდეს საფრთხე საკუთარ ქვეყანას და ნატოს. პირდაპირ იყო ამაზე მინიშნება როდესაც ბორის ჯონსონი საუბრობდა, თქვა რომ ამის გაკეთებით სამხედრო საფრთხე აარიდა არა მარტო დიდ ბრიტანეთს, არამედ ნატოს. აქ დავსვათ მარტივი კითხვა - გამოვიდნენ მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და თქვან, რომ ისინი ემხრობიან საქართველოს უშუალო მონაწილეობას სამხედრო კონფლიქტში, ასევე სანქციებთან დაკავშირებით საჯარო პოზიცია, თქვან, უნდა დააწესოს თუ არა საქართველომ სანქციები და მიიღოს თუ არა საქართველოს მოსახლეობამ მძიმე ეკონომიკური დარტყმა. თუ ეთანხმებიან დააფიქსირონ პოზიცია და მერე ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner