logo_geo
eng_logo
გიორგი ცაგარეიშვილი: ყველანაირი პირობაა ამ ქვეყანაში შექმნილი, რომ ოპოზიციამ აკრიტიკოს ხელისუფლება, ხელისუფლებამ კი იმუშაოს
- +

3 მარტი. 2022. 00:46

 

 

„ეს არის ხელისუფლება, რომელიც უმრავლესობით არჩეულია საქართველოს პარლამენტში და მუშაობს თავის ჩამოყალიბებულ დღის წესრიგზე 2024 წლის არჩევნებამდე - ამას ოპოზიციის მოსასმენად ვამბობ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლების წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, არაფერი არ შეიცვლება.

 

„მიხედონ საქმეს. კი, ბატონო, გვაკრიტიკონ. ოპოზიცია იმისთვისაა, რომ გვაკრიტიკონ. მე 9 თუ 10 წელი ოპოზიციაში ვიყავი და ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას, ოღონდ ხელისუფლების დამხობით არ ვიყავი დაკავებული. ზონდერ-ჟურნალისტ გვარამიას კი ეგონა, რომ ბადრი პატარკაციშვილთან და სხვებთან ერთად ხელისუფლებას ვამხობდი. დაელოდონ 2024 წლის ოქტომბერს, ჩვენ ჩვენ საქმეს გავაგრძელებთ. ბევრი რამეა გასაკეთებელი. ევროკავშირის კანდიდატობა უდიდესი პასუხისმგებლობაა ამ ქვეყნისთვის. მათ შორის არის პასუხისმგებლობა იმ მონაკვეთში, რასაც ჰქვია დემოკრატიული ოპოზიციისა და პლურალისტული მედიაგარემოს, თავისუფალი არჩევნების არსებობა ამ ქვეყანაში. ყველანაირი პირობაა ამ ქვეყანაში შექმნილი, რომ ოპიზიციამ აკრიტიკოს ხელისუფლება, ხელისუფლებამ კი იმუშაოს, ოღონდ აკრიტიკონ, კი არ დაამხონ და სისხლი არ დაღვარონ“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner