logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: აშშ ღიაა რუსეთთან დიპლომატიისთვის, თუმცა ეს მანამ არ მოხდება, სანამ რუსეთი თავის ძალებს უკრაინიდან არ გაიყვანს
- +

3 მარტი. 2022. 01:35

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ღიაა რუსეთთან დიპლომატიისთვის უკრაინაში ომის დასასრულებლად, თუმცა ეს მანამ არ მოხდება, სანამ რუსეთი თავის ძალებს უკრაინიდან არ გაიყვანს.

 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ღია ვართ ნებისმიერი გონივრული გზის გასატარებლად, მაგრამ ძნელია რაიმე გზის დანახვა, როდესაც ბომბები ცვივა, თვითმფრინავები დაფრინავენ, ტანკები მოძრაობენ. ასე რომ, დეესკალაცია და ძალების უკან გაყვანა დიპლომატიის გზას გახსნის“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დიპლომატიურად დაეხმარება უკრაინას, თუ კიევი მიიჩნევს, რომ არსებობს გზა, რომელსაც შეუძლია ომი დაასრულოს, თუმცა მისი თქმით, რუსეთი ხშირად იყენებს დიპლომატიას სხვის დასანახად და ამასთანავე აგრესიულ გზას განაგრძობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner